კომპანიის წესები და პირობები

1. შესავალი

შპს „თოზუმი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405589876) წარმოადგენს იანდექს ტაქსის ოფიციალურ პარტნიორ კომპანიას საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლების/კურიერების რეგისტრაციას და სრულყოფილ ტექნიკურ მხარდაჭერას იანდექსის პლატფორმაზე სამუშაოდ. ჩვენი მიზანია, მძღოლებს/კურიერებს შევთავაზოთ საიმედო და სწრაფი სერვისები, რაც მათ დაეხმარება ეფექტურად და გამართული მუშაობის პროცესში. კომპანია გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და მუდმივი მზადყოფნით, რათა მძღოლებს/კურიერებს მივაწოდოთ ყოვლისმომცველი დახმარება ყოველდღიურ სამუშაოებში.

2. რეგისტრაციის პირობები და ფინანსური ვალდებულებები

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მძღოლი/კურიერი ავტომატურად ეთანხმება შპს „თოზუმის“ წესებს და პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ თანამშრომლობის ყველა საჭირო ასპექტს. კომპანიის მომსახურებაში შედის ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა, რომლის საფასურიც გათვალისწინებულია სპეციალური ოფისის მომსახურების საკომისიოში. საკომისიოს ოდენობა შეიძლება შეიცვალოს კომპანიის მხრიდან საჭიროებისამებრ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, რაც საშუალებას მისცემს კომპანიას ოპტიმალურად მართოს ფინანსური პროცესები.

3. დახმარების და მომსახურების სფეროები

შპს „თოზუმი“ მუდმივად მზად არის მძღოლების/კურიერების დასახმარებლად სხვადასხვა საკითხში, რაც მოიცავს როგორც ტექნიკურ, ასევე ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ სრულფასოვნად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება. ჩვენი თანამშრომლები მზად არიან გაუწიონ დახმარება შემდეგ საკითხებში:

4. ფინანსური და სამართლებრივი პასუხისმგებლობები

მძღოლი/კურიერი, რომელიც რეგისტრირდება შპს „თოზუმის“ პლატფორმაზე, ეთანხმება, რომ მიიღებს მომსახურებას კომპანიის მიერ დადგენილი საკომისიოს ფარგლებში. საკომისიოს განახლება ან კორექტირება შესაძლებელია კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე. აღნიშნული წესები წარმოადგენს თანამშრომლობის საფუძველს და განისაზღვრება კომპანიის ფინანსური და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გათვალისწინებით.

5. დამატებითი პირობები

კომპანიის პირობები და წესები შეიძლება შეიცვალოს რეგულაციების ცვლილებების ან ბიზნესის საჭიროებების შესაბამისად. კომპანიის მიზანია უზრუნველყოს გამართულიდა სწორი თანამშრომლობა, რაც უზრუნველყოფს როგორც კომპანიის, ასევე მძღოლების/კურიერების ინტერესების დაცვას.